ამა წლის 20 ნოემბერს, თბილისში სოფელ დიღომში დაიწყო წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტს ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით ახორციელებს შ.პ.ს „ალიანსი“, ხოლო ზედემხედველობას გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2 784 253 ლარი. სამუშაოების დასრულება ნავარაუდებია მომავალი წლის ბოლოსთვის.