საბურთალოს რაიონში,  ჩიქოვანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ არსებობდა. გარდა ამისა, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები.

ტროტუარებზე მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი სანათები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 077 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა, ხოლო ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.

აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე ქალაქის მერი, მოადგილესთან ერთად გაეცნო.