ვერაზე, გალის ქუჩაზე,  მთაწმინდის რაიონის დაკვეთით მიმდიანრეობს საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ამორტიზებული გზის საფარი 2500 კვ.მ ფართობზე შეკეთდება, სადაც ამ დროისთვის ასფალტის ახალი საფარი იგება.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო ბორდიური, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია.

სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „გუმი“, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.