ჩუღურეთის რაიონში, მანიჟაშვილის ქუჩაზე 1900 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო, ახალი ბორდიური და ტროტუარი მოეწყო.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერსი გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „პარმა“, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „ტბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. სამუშაოების დასრულება ნავარაუდებია მიმდინარე წლის ბოლომდე.