სამგორის რაიონში, გამგეობის დაკვეთით  იაკობ ხვედელიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია 2 ფენიანი ასფლატის დაგება (6+4 სმ) 750 მეტრზე,  ბორდიურების მოწყობა. გამგეობის დაკვეთით სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ენდი როუდი“, ზედამხედველობას კი ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის 25 მარტისთვის.