ნაძალადევის რაიონში, გამგეობის დაკვეთით მიმდინარე წელს გვაზაურის ხევის ქუჩისა და მონადირის ქუჩის 1 შესახვევის გზის რეაბილიტაციის სამუშოები დასრულდა.

გვაზაურის ქუჩაზე 900 კვ.მ ბეტონის გზა დაიგო, ხოლო 1500 კვ.მ-ზე  1 ფენიანი ასფალტ-ბეტონი. რაც შეეხება მონადირის ქუჩის პირველ შესახვევს  აქ მოეწყო ორფენიანი ასფალტის საფარი (სისქით 6+4) 900 მეტრზე.

სამუშაოები მიმდინარე მისამართებზე ჩაატარა შ.პ.ს „დინ გრუპმა“, ხოლო ზედამხედველობა განახორციელა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.