ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე ვაკის რაიონის გამგეობა აგრძელებს სახურავების რეაბილიტაციას .

ამჯერად, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტლის მე-3 „ა“ კორპუსის ქანობიანი სახურავი გამოიცვალა, წყალსაწრეტი მილების მონტაჟი კი ნუცუბიძის IV მ/რ-ის II კორპუსის ტერიტორიაზე განხორციელდა.

ქანობიანი სახურავის გამოცვლისთვის დაიხარჯა 5173,84 ლარი, ხოლო წყალსაწრეტისთვის 1736,88 ლარი.

აღნიშნული სამუშაოები ჩაატარა ი.მ ნიკოლოზ ენაგელმა, ხოლო ზედამხედველობა განახორციელა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.