თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიწყო ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები

ხიდის აღდგენა-განახლების პროცესს დაახლოებით 2 400 000 ლარი და 5 თვე დასჭირდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდის ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.
აღნიშნულ სამუშაოებს ატარებს შ.პ.ს „კავკასუს როუდ პროჯექტი“, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.