მთაწმინდის რაიონის მომართვის საფუძველზე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“  ალექსი მაჭავარიანის ქუჩის N 1-ში მდებარე, აგურის 2 ერთსართულიანი, 2 ორსართულიანი და 1 სამსართულიანი შენობების,ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური გამოკვლევა  ჩაატარა.

დათავლიერებისა და შემოწმებისას გამოვლენილი იქნა სხვადასხვა ხარვეზები, კერძოდ: ფანჯრის ღიობებზე შეინიშნება ბზარები, ნაწილ შენობაზე ბათქაშია ჩმოშლილი, კედლებზე შეინიშნება სისველე, ბინებში კედლებზე და ჭერზე აღინიშნება სხვადასხვა სიდიდის ბზარები და სხვა.

ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბოატორიის“ სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა გადაგზავნილია შესაბამის სამსახურში შემდგომი რეაგირებისთვის.