თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასრულების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალზე დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება. მოეწყო გაბიონი, ასევე, აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა – კიუვეტები და დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, ჯამურად, 15 000 კვადრატულ მეტრზე.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის  მარტში დასრულდება. ზედამხედველობის სამუშაოებს ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.