თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს.
კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს.
მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება.
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“, ხოლო ზედამხედველობას ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ განახორციელებს.