ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში, 13 მისამართზე ქანობიანი, ბრტყელი სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ; ბარნოვის N82, დაბა წყნეთი გაგრის ჩიხი 2 კორპ2, დაბა წყნეთი გაგრის ჩიხი 2 კორპ4, თაქთაქიშვილის 16, ნუცუბიძის 2მრ 1კვ 3ა კორპ, ნუცუბიძის 2მრ 1კვ 1ა კორპ, ნუცუბიძის 4 მრ 25 კორპ, ნუცუბიძის 4მრ 8კორპ, ქანობიანი და ბრტყელი სახურავების, ხოლო ვაჟა-ფშაველას 3 კვ 24 კორპ, ვაჟა-ფშაველას 6კვ, თაყაიშვილის N4, ნუცუბიძის 4 მრ 2 კორპ და ნუცუბიძის 4მრ 21 კორპ წყალსაწრეტი მილების მოწყობის სამუშოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.