თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა.

სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო  ტროტუარი და ბორდიური, დაახლოებით 70 000 კვ. მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სანიაღვრე ქსელს.

რეაბილიტირებული სათადარიგო ზოლი, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობა გაუწიაა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.