თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო კიუვეტები, წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები, რათა ასფალტის საფარზე წყალი არ დაგროვდეს. გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ, ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე 14 000 კვ. მ ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოები, რომლის განხორციელებაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 780 032 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ჯი არ ჯიმ“ აწარმოა, ხოლო ზედამხედველობა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“ განახორციელა.