ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. ბუხაიძის N 36, გრანელის N 9, მეუნარგიას შესახვევი N 4, ქვლივიძის N 17, ჩუბინაშვილის N 10-ში  სახურავების, აღმაშენებლის N 23, აღმაშენებლის N86–1, ნინოშვილის N 36–7, ჩიტაიას N 33, ჯავახიშვილის N73-ში წყალ-კანალიზაციის, მარჯანიშვილის N 4-ში სადარბაზოს, ნ.ჩხეიძის N 19-ში კიბის რეაბილიტაციის, ხოლო ხეთაგუროვის N 5-ში წყალსაწრეტი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სხვადასხვა კომპანია ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.