დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება.

დიღმის მასივი კვარტ 3 კორპ 1 ბ, დიღმის მასივი კვარტ 4 კორპ 4,  დიღმის მასივი კვარტ 4 კორპ 9, დიღმის მასივი კვარტ 4 კორპ, ფიფიების N 8 ბ, ქუთაისის N 27-ში სახურავის, ბაგრატიონის  N 69, ბათუმის N 20, გორის N 23 სად, თევდორე მღვდლის N 3-ში სადარბაზოს კარებისა და ეზოს ჭიშკრების, დიღმის მასივი კვარტ 1 კორპ 14 ა, დმ კვარტ 3 კორპ 38, ცაბაძის N 3, ხოშარაულის N 4-ში წყალკანალიზაციის, ხოლო მირცხულავას N 10, წერეთლის 98 ა და თევდორე მღვდლის ქ. N 48-ში ლიფტის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სხვადასხვა კომპანია ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.