თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, საბურთალოს რაიონში,  შ.პ.ს „ენ სი სიმ“ ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით და დაიგო 5750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 321 577 ლარი დაიხარჯა, ზედამხედველობა კი ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“ განახორციელა.