ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დირექტორი ლაშა სამხარაძე, მოადგილე ვაჟა მაკალათიასთან ერთად სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.