ისნის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება.  ბაჩანას ქ. ჩიხი N-7-ში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N 5, N 39, 46ა სა და N 133 ა-ში,  დ. კვაჭანტირაძის ქ. N 16-ძი, დედოფლისწყარო მე-2-ე შეს. N 10, ყვარლის N107-სა და წულუკიძის ქ. N 23 ბ-ში მიმდინარეობს სახურავის ქანობიანი და ბრტყელი სახურავის შეცვლის სამუშაოები, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზზ N 73-სა და N 90-ში, ლეხ. კენჩისკის ქ. N10-ში მიმდინარეობს სადარბაზოს რემონტის სამუშაოები.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სხვადასხვა კომპანია ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.