სოფ. დიღომში მიმდინარეობს წყალ–არინების გარე ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშოები.  ამ დროისთვის მიმდინარეობს თხრილის გაჭრა მილების მონტაჟი, ეწყობა სათვალთვალო ჭები სასამართლოს მიმართულებაზე.

სამუშაოებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ასრულებს შ.პ.ს “ალიანსი”, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.  სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის.