ნაძალადევის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. სახურავების, წყალ-კანალიზაციების და წყალსაწრეტების რეაბილიტაცია 17 მისამართზე მიმდინარეობს : თემქა IV მკრ. კორპ. N 9ბ, თემქა IV მკრ. კორპ. N 9გ, ერწოს ქ. N 4 , გურამიშვილის გამზ. N 12, დადიანის II მრ. კორპ. კორპ. 3 და ა.შ.
საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 15 პროექტი განხორციელდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას თავადვე მოახმარს.
აღნიშნულ სამუშაებზე ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.