ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების წესის მიხედვით 8 მისამართზე ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს. კერძოდ: ტოვსტონოგობის ქ. N 11, აღმაშენებლის ქ. N 111, ჩიტაიას ქ. N 19-სა და უზნაძის ქ. N 2-ში მიმდინარეობს სადარბაზოს, ტურგანევის ქ. N 5-ში კანალიზაციის, თოიძის ქ. N 41-ში კიბის, ხოლო ჩუბინაშვილის ქ. N 45-ში კიბისა და აივნის სარემონტო სამუშაოები.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ, ხოლო ზედამხედველობას განახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.