მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ორდონიანი კვანძი – გზაგამტარი, რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება.

პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. გარდა ამისა, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 300 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება.