თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი გზა დავითაიას ქუჩას მერვე ლეგიონის დასახლებასთან, მთისძირის ქუჩასთან დააკავშირებს.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი ჯგუფი“ განახორციელებს. ახალი გზის მშენებლობაზე 2 500 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.