თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის – ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის რებილიტაცისს პირველი ეტაპი დასრულებულია. ამჯერად მიმდინარეობს აეროპორტიდან გამოსასვლელი გზის რეაბილიტაცია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40 000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა 80 კალენდარულ დღეს შეადგენს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე დაახლოებით, 3 000 000 ლარი დაიხარჯება.