საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.  სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“ გაუწია.