ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ობიექტზე არსებულ უფუნქციო შენობა-ნაგებობებს და ლითონის ღობეს; რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი; მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები; შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარეგანათების ქსელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 1 100 000 ლარია. პროექტი თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ -„ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოა. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, რომელსაც ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალუმა ლაბორატორიამ”.