მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. ამჟმად მიმდინარეობს კონსოლური ტროტუარის ყალიბის მოწყობა.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი” აწარმოებს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ ობიექტზე ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.