თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით  კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამჯერად მიმდინარეობს ფრეზირების სამუშაოები, სათადარიგო ზოლებთან შეუღლებების საფუძვლების მომზადება, ბორდიურის  საფუძვლის მომზადება და ასფალტის  საფარის ქვედა ფენის დაგება.

სამუშაოების ფარგლებში, საბოლოო ჯამში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შ.პ.ს “ჯეო გრუპი” ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”