დაბა წყნეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, რომელიც ქალაქის მერმა გახსნა. ობიექტში განთავსებულია:
- სავარჯიშო დარბაზი;
- ტრიბუნა;
- სატრენაჟორო სივრცე;
- გასახდელი და სველი წერტილი;
- ადმინისტრაციული ოთახები.
სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სამუშოები ჩაატარა შ.პ.ს „სამებამ“, ხოლო ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბოარატორიამ.