სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  ამჯერად მიმდინარეობს საფუძვლის მოწყობა, სანიაღვრეების და კედლის მოწყობის სამუშაოები.

პროექტი, საერთო ჯამში, 35 000 მ2 ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. პროექტზე  ქალაქის ბიუჯეტიდან  დაახლოებით 3მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს „კომპანია ბლექ სი გრუპი“, ხოლო ზედამხედველობას გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

დასახლებაში დაახლოებით 1700 ოჯახი ცხოვრობს, რომლისთვისაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება პრიორიტეტულია.