გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები მესამე ა მიკრორაიონის N15 კორპუსთან მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. გზის საფარის მოწესრიგებამდე აღნიშნულ კორპუსში გამგეობის  “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა.ზედამხედველობას სამუშაოებს უწევს ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”.