ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონის N4 კორპუსის წყალარინებისა და წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები 302 გრძივ მეტრზე შეიცვალა, ასევე, დამონტაჟდა 8 საკომუნიკაციო ჭა.პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს , ხოლო ზედამხედველობს ა(ა)აიპ „თბილისის  მუნივიპალური ლაბორატორია”.