ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების შედეგად, 3400-მდე კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი, მოეწყობა ორი სავარჯიშო მოედანი, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდება. ამ პროექტებს ზედამხედველობას გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.