ისნის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წინანდლის მე-3 შეს. კორპუსი N11-ისა და წულაძის ქ. N3 ის მიმდებარედ, სახურავის მოწყობის სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს. წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N25 კორპუსი N2, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. N144, არგოშიკის ქ. N8 -ისა და კაჭარავას ქ. N3- ის მიმდებარედ სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობის სამუშაოები კი უკვე დასრულდა. ზედამხედველობს აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.