ისნის რაიონში, იზაშვილის ქუჩა N4-ის მიმდებარედ, სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება. ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა მზიდი კედლების დემონტაჟი , გასუფთავება და აღდგენა. მოიჭრა მიწა 40 სმ სიღრმეზე, მომზადდა არმატურა, დაისხა გობური ფილა და ჩაისხა კედლები ორმაგი არმირებით.

სამუშაოების ფარგლებში, სრულდება ფუნდამენტის სრული გამაგრების სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება პირველი და მეორე სართულების კედლების არმირება, დასაშლელი ნაწილის დაშლა და აღდგენა.

სართიჭალის და იზაშვილის ქუჩების მხრიდან გამაგრდა მთლიანი საძირკველი. სამუშაოების ზდამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

ისნის რაიონში, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, კაპიტალური გამაგრების სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.