ნაძალადევის რაიონში, სანერგის ქუჩა N31-41-ის ჩათვლით გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 64 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, უსაფრთხოების მოაჯირი დამონტაჟდა და ასევე, გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი მოეწყო.

შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას  უწევდა ა(ა)იპ“თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.