სოფელ დიღომში, ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 12 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის განხორციელების შედეგად კი, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.