სოფელ გლდანში, გამარჯვების ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 150 გრძივ მეტრზე ეწყობა. 1 710 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.