ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, N36 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები 191 გრძივ მეტრზე იცვლება. მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს  ა(ა)ი[ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“. აღნიშნულ მისამართზე სამი სადარბაზოს წყალარინების ქსელი იცვლება. კორპუსში 64 ოჯახი ცხოვრობს. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.