მთაწმინდის რაიონის გამგეობა ვერაზე, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, VI კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაციას უტარებს.პროექტი ახლებურად დაგეგმარდება, სამუშაოების შედეგად კი ტერიტორია ლითონის ჯებირებით შემოისაზღვრება, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგება. ასევე, მოეწყობა საბავშვო- გასართობი ზონები, დამონტაჟდება სხვადასხვა სახის ატრაქციონი, ჩატარება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები . სკვერის ტერიტორიაზე საპარკე ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგების კონტრაქტორი კომპანია ასრულებს ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.