მუხიანში, მეოთხე ა მიკრორიაონის N17 კორპუსთან დაზიანებული გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვალება. გზის საფარის მოწესრიგებამდე აღნიშნულ კორპუსში გამგეობის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამით, წყალარინების შიდა და გარე ქსელი შიცვალა, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სამუშაოს ზედამხედველობას უწევდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.