შარტავას N4-6-თან, ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, შარტავას ქუჩა N4-6 ის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამის შედეგად, პირველ ეტაპზე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამჯერად, ასფალტის საფარის დაგებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”.