ვაკის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში მძლეთის ქუჩა განახლდა. სამუშაოების შედეგად, 3000-მდე კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. შედეგად რეაბილიტირდა დაზიანებული გზა, გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა. გარდა ამისა, გზის საფარი ასევე ახალდაბაში, იეთიმ გურჯის ქუჩაზე ეწყობა. გზის საფუძველი 2000 კვ.მ ტერიტორიაზე მოეწყობა, აშენდება საყრდენი კედელი, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი.აღნიშნული სამუშაოების ზედამხედველობას ახოპრციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.