საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშავლას გამზირის N10 კორპუსის ეზოში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შედეგად, განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი. საბურთალოს გამგებელმა დასრულებული სამუშაოები იქვე მცხოვრებ ბავშვებთან ერთად დაათვალიერა.ზედამხედველობა განახორციელა ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”-მ.