ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, ზღვისუბნის დასახლებაში, მე-11 მიკრორაიონის I კვარტალში N20 კორპუსის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 950 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე მოეწყო ბორდიური. ზღისუბნის ამ მისამართზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე სანიაღვრე ქსელი შეიცვალა. აღნიშნული პროექტით ეზო სრულად მოწესრიგდა. სამუშაოების ზედამხედველობას უზრუნველყოფდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.