საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ალექსანდრე ყაზბეგის N31-33-ის მიმდებარედ, შიდა ეზოში განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, 4000 კვ. მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელი. სამუშაოები შპს “ტაუ ჯგუფმა” ხოლო ზედამხედველობა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-მ განახორციელა.