დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბოძკინტების მონტაჟს განაგრძობს.
ამ ეტაპზე, მოაჯირები ოთხ მისამართზე: აკაკი წერეთლის გამზირის N128-ში, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლში 25-ე კორპუსის მიმდებარედ და ესმა ონიანის პირველ ჩიხში დამონტაჟდა. ასევე, ბოძკინტები მოეწყო სტანისლავსკის ქუჩის N2-ში. განხორციელებულ სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.