ზღვისუბნის დასახლებაში, მე-4 მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 900 კვ.მ ფართობზე იგება. გზის რეაბილიტაციამდე წყალარინებისა და წყალსადენის მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა.სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.