სოფელ დიღომში, დ. გურამიშვილს და ა. წერეთლის ქუჩებზე, საგზაო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 5 280 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფერიანი საფარი დაიგო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე უწევდა გადაადგილება. პროექტი კომპანიამ “ლ ენდ ლ” განახორციელა ,ზედახმედველობა გაეწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ.